კრიმინალი

თბილისში, ბინის გაქურდვის ბრალდებით წარსულში ნასამართლევი ოთხი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრო

თბილისში, ბინის გაქურდვისთვის, წარსულში ნასამართლევი პირები: 1978 წელს დაბადებული მალხაზ დ., 1972 წელს დაბადებული ხვიჩა მ., 1982 წელს დაბადებული ზაზა დ. და 1964 წელს დაბადებული დავით კ. დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულები თბილისში, ფანასკერტელ-ციციშვილის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი საცხოვრებელი ბინის გაქურდვაზე წინასწარ შეთანხმდნენ. მათ საკეტი გატეხეს, ბინაში შევიდნენ და ძვირფასეულობა და ფული მოიპარეს.

შსს-ს ცნობით, სამართალდამცველებმა დაკავებულების პირადი ჩხრეკისას მოპარული ძვირფასეულობა და ფული ნივთმტკიცებად ამოიღეს. ზარალმა 14 307 ლარი შეადგინა.

გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით ქურდობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ა", "ბ", "გ" და მე-4 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტებით).

კომენტარები