ავტოსაგზაო შემთხვევა

კოპიტნართან ავტოავარიის შედეგად სამი ადამიანი გარდაიცვალა

ქუთაისში, კოპიტნართან ორი მსუბუქი ავტომანქანის შეჯახების შედეგად სამი ადამიანი გარდაიცვალა. შინაგან საქმეთა სამინისტროში ტაბულას მგზავრების გარდაცვალების ფაქტი დაუდასტურეს. ამ ეტაპზე ავტოავარიის მიზეზები უცნობია.

უწყების ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეშვიდე ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ავტომობილის, ტრამვაის, ტროლეიბუსის, ტრაქტორის ან სხვა მექანიკური ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.

კომენტარები