ფარული კადრები

პაპუაშვილი: დაოკდით ხალხო, რეებს ლაპარაკობთ, რა სექსუალური აღტკინება დაგემართათ

რა სექსუალური აღტკინება დაემართა ამ ხალხს კაცო, ტელევიზორიდან რა ისმის, რეებს ლაპარაკობენ. განცხადებები რა არის, მე მაქვს სექსი, სექსის მხეცები და სექსის გიგანტები. რეები ისმის ამ ტელევიზიიდან. დაოკდით ხალხო, რეებს ლაპარაკობთ . ეს ყველას ეხება, პრეზიდენტს ეხება , ჟურნალისტს ეხება, მოქალაქეს ეხება. რა არის თქვენი ლეიბების და ქვეშაგების გარეთ გადმოფენა. რაღაცის ხომ უნდა მოგერიდოთ კაცო, რეები ისმის ტელევიზორიდან. ასე არ ლაპარაკობდა არც ჟანეტა არჩვაძე, არც დონარა კინწურაშვილი, არც ლიანა მიქაძე.

საპარლამენტო უმრვალესობის წევრი ზაზა პაპუაშვილი პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალების შესახებ ტელეკომპანია იბერიას ეთერში.

კომენტარები