პირადი კადრები

ბესელია: პირადი და ოჯახური საიდუმლო გადავიტანოთ მძიმე კატეგორიის დანაშაულში

ტაბულა

პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტის მიხედვით, პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის გამავრცელებლის მიმართ კანონი უნდა გამკაცრდეს. კანონპროექტი ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა მოამზადა. 

"გავამკაცროთ სასჯელი და მძიმე კატეგორიის დანაშაულში გადავიტანოთ პირადი და ოჯახური საიდუმლოს სივრცე, თუ ის უკანონოდ იქნება ხელყოფილი. ეს გულისხმობს სამივე კომპონენტს - გადაღებას, შენახვას და გავრცელებას. ცალკე მუხლად გამოვიტანოთ, ცალკე მუხლი დაემატოს სისხლის სამართლის კოდექსს, რითაც ხაზგასმა მოხდება, რომ არავის პირადი და ოჯახური საიდუმლოება, ვინც არ უნდა იყოს ის, არ უნდა იყოს უკანონოდ ხელყოფილი" - განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ. 

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის თამარ ქალდანი მიიჩნევს, რომ მხოლოდ კანონის გამკაცრება ეფექტური ვერ იქნება და ასევე საჭიროა სწრაფი და ეფექტური საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება.

 

კომენტარები