ვენეციის კომისია

ვენეციის კომისია: მთავრობის მოწოდებები ძირს უთხრის საკონსტიტუციოს ავტორიტეტს

ვენეციის კომისია შეშფოთებას გამოთქვამს საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების საჯარო მოწოდებების გამო, შეწყდეს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის უფლებამოსილება. კომისია მიიჩნევს, რომ ასეთი ქმედებები ძირგამომთხრელია სასამართლოს ავტორიტეტისთვის.

ვენეციის კომისიამ წევრი ქვეყნების საკონსტიტუციო სასამართლოების საქმიანობაში ხელისუფლების ჩარევის საკითხები განიხილა. 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილს ხშირად აკრიტიკებს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი. მისი თქმით, "გიორგი პაპუაშვილი არათუ სტრასბურგის, არამედ იმ პოზიციის შესაბამისიც არ არის, რომელზეც ახლა იმყოფება". 

საქართველოს გარდა, ვენეციის კომისიამ შეშფოთებები გამოთქვა თურქეთის და სხვათა მიმართ.

კომენტარები