კრიმინალი

შსს: გორში ყოფილი ცოლის მკვლელობაში ბრალდებულის ცხედარი თბილისში იპოვეს

შინაგან საქმეთა სამინისტრო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ყოფილი ცოლისა და მისი მეუღლის მკვლელობაში ბრალდებულის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება დაიწყო. საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით აღიძრა, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. შსს-ში ადასტურებენ, რომ გარდაცვლილის ცხედარი თბილისში იპოვეს.

გორში, გურამიშვილის ქუჩაზე მამაკაცმა ცეცხლსასროლი იარაღით ყოფილი ცოლი და მისი მეუღლე თებერვლის დასაწყისში მოკლა. ბრალდებულის ცხედარი თბილისის ერთ-ერთ უბანში, ნაქირავებ ბინაში იპოვეს. არსებული ინფორმაციით, ორი ადამიანის მკვლელობაში ბრალდებულმა თავი ჩამოიხრჩო.

კომენტარები