ფარული კადრები

ბოკერია: ფარული კადრებით შანტაჟი ივანიშვილის საფირმო ნიშანია

ხვედელიძის ამბის დროს ჩვენ ვამბობდით, თუ ამ შემთხვევაში არ მოხდება დასჯა, შეუძლებელია, რომ ეს არ გაგრძელდეს. მაშინ მოგვატყუეს გამოვიდა ღარიბაშვილი და თქვა, რომ დაჭერილია. ჩვენ მაშინ ვამბობდით, რომ ვნახოთ რა მოხდება და ვნახეთ რაც იყო მოსალოდნელი, იმის გამო, რომ ეს თავად ივანიშვილის რეჟიმის ნამოქმედარი იყო, ამ კაცს ბოლომდე ხელი დააფარეს, სხვები კი წაახალისეს. ეს არის საკვანძო მომენტი. სანამ ივანიშვილი არ ჩამოცილდება ხელისუფლებას, რომლის მმართველობის სტილია ეს [ფარული კადრები], ეს მისი საფირმო ნიშანია, რადგან ის მოდის 90-იანი წლების რუსეთიდან, სადაც ამ სიბინძურეზე იდგა ყველაფერი. არსებობს მასალები სადაც ჩანს, თუ როგორ მართავდა ივანიშვილი თავის კომერციულ ფირმებს, იქაც სულ შანტაჟი, ჭორაობა, ჩაწერა... ეს კაცი პოლიტიკურად ავადმყოფი არის და დარწმუნებულია (თუმცა ძალიან ცდება), რომ ასე შეძლებს ხელისუფლების შენარჩუნებას.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საგარეო ურთიერთობათა მდივანი გიგა ბოკერია პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებაზე, რუსთავი 2-ის გადაცემა არჩევანში

კომენტარები