ფარული კადრები

ენმ: ჯამალაშვილი 2012 წლამდე კუდ-ში არ მუშაობდა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ინფორმაციით, ფარული კადრების შენახვა გავრცელების ფაქტზე დაკავებული ზურაბ ჯამალაშვილი 2012 წლამდე კუდ-ში საერთოდ არ მუშაობდა.

"ჩვენ ვითხოვთ, რომ გამოძიება უსწრაფესად ჩატარდეს და დამნაშავეები დაისაჯონ, მაგრამ დღევანდელი დაკავების ფაქტი ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს. დაკავებული პირი საერთოდ არ მუშაობდა ძალოვან სტრუქტურაში, შვილი ბრალდებული იყო და პროკურატურასთან გარიგებითაა გამოშვებული, აქაც პროკურატურას აქვს ბერკეტები, რომ გარკვეული ზეწოლა მოახდინონ. ასევე მნიშვნელოვანია ის, რომ სხვა წინარე შემთხვევებში, როცა მეტი მტკიცებულებები იყო, ხელისუფლებამ არცერთი ღონისძიება ბოლომდე არ მიიყვანა და პირები არ დასაჯა. შანტაჟი, თვალთვალი ამ მთავრობის მეთოდად იქცა, ამიტომ ამ საქმესთან დაკავშირებით დიდი მოლოდინები არ გვაქვს", - თქვა პარტიის წევრმა ლევან ბეჟაშვილმა.

გამოძიებასთან დაკავშირებულ კითხვებზე ამახვილებს ყურადღებას პარტიის საერთაშორისო მდივანი გიგა ბოკერია და ამბობს, რომ ამ საქმის შემოქმედი ბიძინა ივანიშვილი და მისი გუნდია.

პროკურატურამ კადრების შენახვა-გავრცელებისთვის ზურაბ ჯამალაშვილი და ადვოკატი ირაკლი ფხალაძე დააკავა.

კომენტარები