ფარული კადრები

შსს: დეისაძე ორთაჭალის განყოფილებაში დაკითხვაზე მოწმის სახით იმყოფება

ტაბულა

სახელმწიფო კანცელარიასთან პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერების გამოქვეყნების საპროტესტო აქციაზე გამართული პერფორმანსის გასპარ ნოეს კიდობანი მონაწილე მომღერალი ერეკლე დეისაძე პოლიციაში დაკითხვაზე მოწმის სახით იმყოფება - ამის შესახებ ტაბულას ინფორმაცია შსს-ის პრესსამსახურმა მიაწოდა.

შსს-ის ინფორმაციით, დეისაძეს დაკითხვის დასრულების შემდეგ გაუშვებენ. დეისაძე ამჟამად ორთაჭალის განყოფილებაში იმყოფება.

კომენტარები