ფარული კადრები

სუს-ი: ვმუშაობთ კადრების ამტვირთავის გამოსავლენად

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, უწყება მუშაობს პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების ამტვირთავის გამოსავლენად.

"სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესაბამის დანაყოფებთან თანამშრომლობის შედეგად, youtube.com-მა უკანონოდ ატვირთული პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალა დაბლოკა. ასევე გრძელდება მუშაობა იმის დასადგენად, თუ ვის მიერ მოხდა პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოკადრების ინტერნეტსივრცეში უკანონოდ ატვირთვა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მოუწოდებს მოქალაქეებს და მედიასაშუალებებს, არ დაუშვან აღნიშნული ვიდეომასალის ტირაჟირება. პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის უკანონოდ გავრცელების ფაქტზე, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო", - წერია განცხადებაში.

კომენტარები