ანტიკორუფციული კომიტეტი

ენმ პარლამენტში ანტიკორუფციული კომიტეტის შექმნის ინიციატივით გამოდის

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა პარლამენტში ანტიკორუფციული კომიტეტის შექმნის ინიციატივით გამოდის. ენმ-მ საკანონმდებლო ინიციატივა უკვე მოამზადა. დეპუტატ ირმა ნადირაშვილის თქმით, ანტიკორუფციული კომიტეტის მთავარი ფუნქცია უნდა იყოს მთავრობის მუშაობაზე ზედამხედველობა.

"ეს არის ბევრი ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს გამოცდილება. კომიტეტები ახორციელებენ პარლამენტის ერთ-ერთ მთავარ ფუნქციას - მთავრობის მუშაობაზე ზედამხედველობას. იმიტომ, რომ ჩვენი დღევანდელი უმრავლესობა და მთავრობა არ დაფრთხეს, ვთავაზობთ, ახლა მივიღოთ, მაგრამ კანონი ამოქმედდეს 2016 წლის არჩევნების შემდეგ", - განაცხადა ირმა ნადირაშვილმა და აღნიშნა, რომ ანტიკორუფციულ კომიტეტში უპირატესობა უნდა მიენიჭოს ოპოზიციას. 

"არჩევნების შემდეგ, ყველამ კარგად იცით ნაციონალური მოძრაობის გეგმა, რომ უმრავლესობაში იქნება ნაციონალური მოძრაობა, ამიტომ ახლა კი არ ვთავაზობთ ამ კანონის ამოქმედებას, არამედ მას შემდეგ, რაც ქართული ოცნება არ იქნება უმრავლესობაში და შეიძლება, მათ გამოადგეთ ასეთი ტიპის კომიტეტის არსებობა. ანტიკორუფციული კომიტეტის არსებობა კარგი იქნებოდა ქვეყნის სწორი განვითარებისთვის", - განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.

კომენტარები