ჩვენი პოზიცია არის ძალიან მარტივი, რომ "ქართული ოცნება" იმის გამო, რომ არის სრულიად გაბანკროტებული პოლიტიკური ძალა და ვერც ერთი საკუთარი დაპირება ვერ შეასრულა, პირიქით ქვეყანა ეკონომიკური თვალსაზრისით წაიყვანა ძალიან უკან, ახლა ცდილობს ყურადღების გადატანას რაღაც თითიდან გამოწოვილ თემებზე. ჩვენ ამ ცვლილებას მხარს არ დავუჭერთ. მივიჩნევთ, რომ ქორწინება არის საეკლესიო საიდუმლო და საეკლესიო საიდუმლოებაში კიდევ ექვსი სხვა საიდუმლოც არის. ამ საიდუმლოების ადგილი კანონმდებლობაში და მით უმეტეს, კონსტიტუციაში არ არის. შესაბამისად ჩვენ ამ ცვლილებას მხარს არ დავუჭერთ
საკონსტიტუციო ცვლილებები
ჯაფარიძე: ქორწინება არის საეკლესიო საიდუმლო, მისი ადგილი კონსტიტუციაში არ არის
tbl.ge/5z1
დაკოპირდა

ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩის თავმჯდომარე ზურაბ ჯაფარიძე, აიპრესთან საუბრისას, ქართული ოცნების საკონსტიტუციო ინიციატივაზე
ამავე თემაზე
- კობახიძე: სადაც პოლარიზაციის მაღალი ხარისხია, უმჯობესია, იყოს მაღალი საარჩევნო ბარიერი
- კობახიძე: პროპორციულის საკითხი დახურული არაა, წინაპირობაა, რომ თუნდაც ბოიკოტი მოხსნან
- კობახიძე: საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვის გაგრძელება ბევრ რამეზეა დამოკიდებული
- კობახიძე 19 აპრილის შეთანხმებაზე: ეს იყო კავკასიური ცარცის წრე
- იან კელი კობახიძეს: ნუ ეხუმრები დეგნანის მანდატსა და რეპუტაციას