საკონსტიტუციო სასამართლო

პაპუაშვილი: არავინ იცის რა ცვლილებები შეაქვთ საკონსტიტუციო სასამართლოს კანონში

facebook.com/Constitutional.Court.of.Georgia

საქართველოს პარლამენტი საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონში ცვლილებების შეტანას გეგმავს, რომელთა ავტორიც ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტია. საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილი ამბობს, რომ მისთვის უცნობია თუ რა ცვლილებები შედის კანონმდებლობაში, რადგანაც პროექტის ავტორებმა ცვლილებათა ტექსტი არც მათ, არც ვენეციის კომისიას და არც არასამთავრობო ორგანიზაციებს არ გააცნეს.

"რაც შეეხება საკანონმდებლო ცვლილებებს ეს გააცხადეს დეკემბერში რუსთავის საქმის შემდეგ. ამბობდნენ, რომ გაჯანსაღებას მოითხოვდა სასამართლო რომელიც ერთ-ერთი მაღალი რეპუტაციის ორგანოა და რომელსაც მთელი ევროპა და მსოფლიო აღიარებს და ბათუმი შეიქმნა სამართლებრივი თანამშრომლობის ცენტრად სწორედ ჩვენი დამსახურებით. ამ შემთხვევაში გამოთქმული იქნა ზოგადი მოსაზრება, რომ რაღაც საკანონმდებლო ცვლილებებს მოამზადებდნენ. სამი თვის მანძილზე საიდუმლოდ მიდიოდა მუშაობა, არასამთავრობო ორგანიზაციებიც არ იყვნენ საქმის კურსში, არც ვენეციის კომისია და ჩვენ ხომ საერთოდ არ გაგვაკარეს და ახლა ეს იდეა გამოჩნდა და კონკრეტულად რას შეიცავს არავინ არ იცის. მხოლოდ ვიცით ზეპირი განცხადებები ამ პროექტის და ტექსტი კი არავის უნახავს." - ამბობს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილი.

დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით, პარლამენტის ადამიანის უფლება დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია ამბობს, რომ დღეს კანონში რამდენიმე ხარვეზია მისი კანონი კი ამ ხარვეზებს გამოასწორებს.

"დღეს არის რამდენიმე ხარვეზი კანონში. კერძოდ, გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ როდის შედის ძალაში გამოცხადებიდან თუ საკანონმდებლო მაცნეში როდის გამოქვეყნდება. ეს არის ერთ-ერთი ხარვეზი. მოვამზადეთ ამ მხრივ ცვლილება, რომ მაცნეში გამოქვეყნების შემდეგ შევიდეს გადაწყვეტილება ძალაში." - ამბობს ეკა ბესელია.

კომენტარები