იუსტიციის უმაღლესი საბჭო

მჭედლიშვილმა სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატად გიორგი ებანოიძე დაასახელა

facebook.com/Margvelashvili

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა ვახტანგ მჭედლიშვილმა საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე გიორგი ებანოიძის კანდიდატურა დაასახელა. ებანოიძე თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი და სამოქალაქო კოლეგიის ხელმძღვანელია.

ამავე თანამდებობაზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა ლევან მურუსიძემ უკვე წარადგინა ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის თავმჯდომარე გიორგი მიქაუტაძე. საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის თაობაზე იუსტიციის უმაღლესი საბჭო გადაწყვეტილებას დღეს მიიღებს.

ვახტანგ მჭედლიშვილი იუსტიციის უმაღლეს საბჭოში პრეზიდენტის კვოტით არის წარდგენილი. ის ერთადერთია, ვინც კენჭისყრისას მამუკა ახვლედიანის გათავისუფლებას მხარი არ დაუჭირა. 

კომენტარები