იუსტიციის უმაღლესი საბჭო

იუსტიციის უმაღლესი საბჭო გიორგი მიქაუტაძის კანდიდატურას კენჭს დღეს უყრის

იუსტიციის უმაღლესი საბჭო
hcoj.gov.ge

იუსტიციის უმაღლესი საბჭო თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე გიორგი მიქაუტაძის კანდიდატურას კენჭს დღეს უყრის. გიორგი მიქაუტაძე ამ დროისთვის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის თავმჯდომარის პოსტს იკავებს, რასაც საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარედ დამტკიცების შემდეგაც უხელმძღვანელებს.

საბჭო დღესვე მიიღებს გადაწყვეტილებას საქალაქო სასამართლოს კოლეგიების თავმჯდომარეობის კანდიდატურებთან დაკავშირებით.

სამოქალაქო კოლეგიის თავმჯდომარის თანამდებობაზე სერგო მეთოფიშვილის კანდიდატურაა წარდგენილი, სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიაში - გიორგი ებანოიძის, საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომების კოლეგიაში კი, რეზო ნადარაიას.

დღესვე იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან აქციას გამართავენ არასამთავრობო ორგანიზაციები. ისინი საბჭოსგან მოითხოვენ, დროებით შეწყდეს საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის დანიშვნის პროცესი, რადგან მათ ყოფილი თავმჯდომარის, მამუკა ახვლედიანის გათავისუფლების გამო საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეიტანეს.

კომენტარები