საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია

რუის-ურბნისის ეპარქიაში კეთილგონიერი ავაზაკის სახელობის ტაძარი შენდება

კეთილგონიერი ავაზაკის ტაძარი
karibche.ambebi.ge

საეკლესიო გამოცემა "კარიბჭის" ცნობით, რუის-ურბნისის ეპარქიაში, "მიტროპოლიტ იობის ლოცვა-კურთხევით" და კიდევ ერთი ტაძრის მშენებლობა დასრულდება. ყინწვისის ტაძრის სიახლოვეს კეთილგონიერი ავაზაკის სახელობის ტაძარი შენდება.

ტაძრის მშენებლობა თითქმის დასრულებულია. ახლა ტერიტორიის კეთილმოწყობა მიმდინარეობს. დაიწერა კეთილგონიერი ავაზაკის ხატიც. კეთილგონიერი ავაზაკის შესახებ ლუკას სახარების 23-ე თავშია მოთხრობილი, რომელიც იესო ნაზარეველის თანაჯვარცმულთა სიტყვებს გადმოგვცემს:

"ერთი ჩამოკიდებული ბოროტმოქმედი გმობდა მას: „განა შენ ქრისტე არა ხარ? იხსენი შენი თავი და ჩვენც“. მიუგო მეორემ, გაუწყრა და თქვა: „ნუთუ ღვთისა არ გეშინია, როცა შენც იმავე სასჯელში ხარ? ჩვენ სამართლიანად დავიმსახურეთ, ვინაიდან ჩვენ რაც გავაკეთეთ, იმისი საკადრისი მივიღეთ, მაგას კი არაფერი უჯერო არ ჩაუდენია“. და თქვა: „იესო, გამიხსენე, როცა შენს სასუფეველში მიხვალ“. და უთხრა მას: „ჭეშმარიტად გეუბნები შენ: დღესვე ჩემთან ერთად იქნები სამოთხეში“ (ლუკა 23; 39-43)

კომენტარები