გაფიცვა ტყიბულში

ღვინიანიძე: პოლიტიკურ-ეკონომიკური სისტემა ვერ უზრუნველყოფს ბაზისურ მოთხოვნებს

ტყიბულში დაიწყო ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი, ეს არ არის მხოლოდ შრომითი დავა, ეს არის პროცესი, სადაც ადამიანებს უნდათ რეფლექსია იმ მდგომარეობაზე, რომელიც არის. მათ უნდათ მიიღონ პასუხი სახელმწიფოსგან, თუნდაც იმ პოლიტიკურ-ეკონომიკური სისტემისგან, რომელიც ვერ უზრუნველყოფს მათ კეთილდღეობას, ვერ უზრუნველყოფს მათ ბაზისური მოთხოვნების დაკმაყოფილებას. ეს არის მათი ელემენტარული კეთილდღეობა, ეს არის მათი სიცოცხლე და ჯანმრთელობა. სწორედ ამაზე რეფლექსია არის ჩემი აზრით გამოსავალი. 

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის წარმომადგენელი ლინა ღვინიანიძე ტყიბულის მაღაროში გაფიცულ მეშახტეებთან დაკავშირებით, ტაბულას ეტერში, გადაცემა თეორემაში

კომენტარები