სირიის კონფლიქტი

სირიის ოპოზიცია ცეცხლის შეწყვეტისთვის მზად არის

EPA

სირიის მთავარი ოპოზიციური ბლოკი ცეცხლის შეწყვეტისთვის მზად არის. ოპოზიციის ლიდერების თქმით, ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი 2 კვირას გაგრძელდება.

აღსანიშნავია, რომ 22 თებერვალს ამერიკა და რუსეთი სირიაში ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ. შეთანხმება 27 თებერვლიდან ამოქმედდება.

ამერიკული მხარის ერთ-ერთი მოთხოვნა რუსეთისა და სირიის პრეზიდენტის ბაშარ ალ-ასადის სამხედრო ძალების მიერ ადგილობრივ ოპოზიციაზე საჰაერო თავდასხმების შეწყვეტა იყო.

ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება არ ვრცელდება ე.წ. ისლამური სახელმწიფოს, დაჯგუფება ალ-ნუსრასა და სხვა ტერორისტული ორგანიზაციების წინააღმდეგ.

კომენტარები