ტესტების გაჟონვა სასამართლოში

მოსამართლეობის საგამოცდო ტესტების სავარაუდო გაჟონვის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

მთავარი პროკურატურა
პროკურატურა

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდების ტესტებისა და პასუხების წინასწარ გაჟონვასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.

"იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან გადმოგზავნილი მასალების საფუძველზე დაიწყო გამოძიება ცალკეულ საჯარო მოხელეთა მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ პროკურატურაში გადმოგზავნილი დასკვნა შეეხება საჯარო მოხელეთა მხრიდან 2015 წლის 21-28 ნოემბერს ჩატარებული მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდებისთვის განკუთვნილი საგამოცდო ტესტებისა და კაზუსების კონფიდენციალურობის სავარაუდო დარღვევის ფაქტს", - წერია უწყების განცხადებაში.

მოსამართლეობის ტესტების წინასწარ გაჟონვის ფაქტზე აწ უკვე თანამდებობიდან მოხსნილი საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე მამუკა ახვლედიანი საუბრობდა.

კომენტარები