თბილისის საქალაქო სასამართლო

გვენეტაძე: ახვლედიანის გათავისუფლების საფუძველი საქმის წარმოების პრობლემებია

მამუკა ახვლედიანის გათავისუფლების ძირითადი საფუძველი არის საქმის წარმოების პრობლემები, ანუ სასამართლოში შესულ საქმეთა განაწილების პრობლემები, რომელიც დაფიქსირდა ბატონი ახვლედიანის მიერ გამოცემული ბრძანებების შესაბამისად. ბუნებრივია, ეს მის განცხადებებთან კავშირში არ არის. მოწმეთა დაკითხვის წესთან დაკავშირებით გახდა გარდაუვალი ყველა იმ ნორმატიული აქტის გადახედვა ბრძანების სახით, რომელიც საქალაქო სასამართლოში იყო შემოღებული, და ამ ბრძანებების შესწავლის დროს, გამოიკვეთა მთელი რიგი სერიოზული დარღვევები საქმეთა განაწილების წესთან დაკავშირებით. 

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე მამუკა ახვლედიანის თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის პოსტიდან გადაყენებაზე.

კომენტარები