კრიმინალი

თელავში ორი მამაკაცის დაჭრის ბრალდებით წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრო

სამართალდამცველებმა 1989 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი შალვა ბ. განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ შალვა ბ-მ თელავში, თბილისის გზატკეცილზე, ურთიერთშელაპარაკებისას, 1983 წელს დაბადებული დავით მ. და 1985 წელს დაბადებული ჯიმშერ ჯ. ცივი იარაღით დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ორივე დაჭრილი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ამ დრომდე განაგრძობენ მკურნალობას.

სამართალდამცველებმა შალვა ბ. მომხდარიდან რამდენიმე საათში ყვარელში დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 19-108-ე მუხლით).

კომენტარები