ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, ბაკურიანში, თამარ მეფის ქუჩაზე 23 წლის გიორგი ქ. დააკავეს.
შსს-ს ცნობით, სამართალდამცველებმა მისი პირადი ჩხრეკისას 0.00779 გრამი ე.წ. ბიო ამოიღეს. უწყებამ შესაბამისი ვიდეომასალა და განცხადება გაავრცელა.
ბრალდებულს 3-დან 8 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
აღნიშნული ბრალდებით პირის დაკავებას საზოგადოების ნაწილი შინაგან საქმეთა სამინისტროს ფეისბუქ-გვერდზე აპროტესტებდა, თუმცა, უწყების წარმომადგენლები მათ კომენტარებს შლიდნენ.





