დავა მაესტროს გარშემო

ასათიანი: საჯარო რეესტრმა სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღო

მაკა ასათიანი
რუსთავი 2

მაესტროს ერთ-ერთი მფლობელი მაკა ასათიანი ფიქრობს, რომ საჯარო რეესტრმა სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღო, როდესაც ლევან გაჩეჩილაძის ტელეკომპანიის დირექტორად რეგისტრაცია შეაჩერა.

"მთავარი არის, რომ მშვიდ გარემოში მოგვეცემა მუშაობის საშუალება და პროცესები გადავა სამართლებრივ ჩარჩოებში. ეს გადაწყვეტილება სამართლიანია და ეკუთვნის მაესტროს მთელ გუნდს", - თქვა ასათიანმა.

საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ ლევან გაჩეჩილაძის მაესტროს დირექტორად დაარეგისტრირების საკითხის განხილვა 30 დღით შეაჩერა. რეესტრის ინფორმაციით, აღნიშნული გადაწყვეტილება ბაია გადაბაძის განცხადების საფუძველზე მიიღეს. რეესტრს 30 დღის განმავლობაში უნდა წარედგინოს სასამართლოს მიერ მიღებული საბოლოო გადაწყვეტილება გადაბაძის სარჩელის უზრუნველყოფის საკითხთან დაკავშირებით. რეესტრის ცნობით, მხოლოდ ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი გადაბაძის მიერ მოთხოვნილი აკრძალვის რეგისტრაციის ან რეგისტრაციაზე უარის შესახებ გადაწყვეტილების მიღება, როგორც ამას ითვალისწინებს კანონი.

კომენტარები