შეზღუდვები გზებზე

ცვლილება ავტობუსების სამარშრუტო სქემაში

თბილისის სატრანსპორტო კომპანია

თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ინფორმაციით, თბილისის განვითარების ფონდის მიერ ჩასატარებელი სამუშაოების გათვალისწინებით, 9 თებერვლიდან დაიკეტა აღმაშენებლის გამზირის მონაკვეთი ჭოროხის ქუჩიდან ზაარბრიუკენის მოედნამდე. ავტობუსები, რომლებიც გადიან მოცემულ მონაკვეთს, იმოძრავებენ შემდეგი სქემით:

ავტობუსი №20 ჭოროხის ქუჩიდან გაივლის დიმიტრი უზნაძის ქუჩას და ზაარბრიუკენის მოედანს. უკუ მიმართულებით: ზაარბრიუკენის მოედანი - მოსე გოგიბერიძის ქ. - არნოლდ ჩიქობავას ქ. - გიორგი მაზნიაშვილის ქ. - კიევის ქ. - დავით აღმაშენებლის გამზირი.

ავტობუსი №23 იმოძრავებს შემდეგი მიმართულებით : გიორგი მაზნიაშვილის ქ. - ივანე ჯავახიშვილის ქ. - მოსე გოგიბერიძის ქ. - ზაარბრიუკენის მოედანი.

ავტობუსი №59 და №91 ხეთაგუროვის ქუჩიდან გაივლიან შემდეგი მიმართულებით: მოსე გოგიბერიძის ქ. - ზაარბრიუკენის მოედანი - მოსე გოგიბერიძის ქ. - არნოლდ ჩიქობავას ქ. გიორგი მაზნიაშვილის ქ. - კიევის ქ. - დავით აღმაშენებლის გამზირი. უკუ მიმართულებით: ჭოროხის ქ. - დიმიტრი უზნაძის ქ. (ან მარცხენა სანაპირო) - ზაარბრიუკენის მოედანი.

ავტობუსი № 95 იმოძრავებს შემდეგი მიმართულებით: ჭოროხის ქ. - დიმიტრი უზნაძის ქ. (ან მარცხენა სანაპირო) - ზაარბრიუკენის მოედანი.

თბილისის სატრანსპორტო კომპანია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის.

კომენტარები