ეროვნული ბანკი

სებ-ის საბჭოს წევრობის კანდიდატებად გვენეტაძე, მელიქიძე და ბაქრაძე შეარჩიეს

პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის სამი კანდიდატი შეარჩია. ექსპერტების და არასამთავრობო ორგანიზაციების წევრების წარდგენილი ექვსი კანდიდატიდან კობა გვენეტაძემ, მაია მელიქიძემ და გიორგი ბაქრაძემ ყველაზე მაღალი შეფასება მიიღეს.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, კანდიდატები წინასწარ შეთანხმებული კრიტერიუმების მიხედვით შეარჩიეს.

"ეს კრიტერიუმებია - პროფესიული განათლება, პროფესიული კვალიფიკაცია და პოლიტიკური მიუკერძოებლობა. შერჩევის პროცედურა ექსპერტებთან კონსულტაციებს და ქულების ელექტრონულად მინიჭების პროცესს ითვალისწინებდა", - აცხადებს ადმინისტრაცია.

ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატებს და ექსპერტთა მოსაზრებებს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი საქართველოს პრეზიდენტს, საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად, დღეს წარუდგენს.

კომენტარები