საქართველოს ენერგეტიკის მინისტრს არ ესმის გაზპრომთან მოლაპარაკებების პოლიტიკური საფრთხეები. ამაზე რამდენჯერმე გავუსვით ხაზი არის თუ არა ეს ესე, ფაქტობრივად პირდაპირ მივიღეთ პასუხი, რომ ეს არის კომერციული მოლაპარაკებები და არანაირი პოლიტიკური რისკები არ არის, ეს არის საგანგაშო ჩვენი ეროვნული ინტერესებისთვის. კამათი იყო სწორედ ამ საკითხებზე, იყო დასმული ყველა ის შეკითხვა, რასაც ჩვენ საჯაროდ ვაჟღერებდით. სამწუხაროდ, მთავარ შეკითხვებზე ვერ მივიღეთ პასუხი, მაგრამ კიდევ უფრო საშიში არის ის, რომ არათუ პასუხი ვერ მივიღეთ, პრინციპული განსხვავებაა პოზიციაში, იმიტომ, რომ ენერგეტიკის მინისტრი ამბობს, რომ გაზპრომთან მოლაპარაკებები არანაირ პოლიტიკურ პრობლემას არ წარმოადგენს, როდესაც მთელი მსოფლიო სხვანაირად თვლის.
გაზპრომთან მოლაპარაკებები
ხოშტარია: კალაძეს გაზპრომთან მოლაპარაკებების პოლიტიკური საფრთხეები არ ესმის
tbl.ge/i8
დაკოპირდა
არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოს რეფორმების ასოციაციის თანადამფუძნებლის ელენე ხოშტარია გაზპრომთან მოლაპარაკებებზე
ამავე თემაზე
- ბოკერია გაზპრომზე: ქვეყნის ინტერესების დაცვა ან არ შეძელით, ან კორუფციით დათმეთ
- ენმ გაზპრომთან გაფორმებულ ხელშეკრულებაზე საგამოძიებო კომისიის შექმნას მოითხოვს
- რატიანი: მოვითხოვთ ნდობის ჯგუფის შექმნას, რათა ვნახოთ გაზპრომთან ხელშეკრულება
- ენმ-ის წევრებმა კანცელარიასთან გაზპრომის საწინააღმდეგო აქცია გამართეს
- პრეზიდენტი: Gazprom-თან ზარალის მინიმალიზაცია შეიძლებოდა, თუმცა, ეს ვერ მოხერხდა