გოგი თოფაძის განცხადებები

ხიდაშელი: მეგონა, გოგი თოფაძე უკვე აღარ იყო პარლამენტის წევრი

სიმართლე გითხრათ, მეგონა, რომ ის [გოგი თოფაძე] უკვე აღარ იყო პარლამენტის წევრი. დიახ, რა თქმა უნდა, აბსოლუტურად გაუგებარი იყო ის განცხადებები, რომლებიც გუშინ პარლამენტის ტრიბუნიდან მოვისმინეთ და ბოდიშის მოხდა საერთოდ ისეთი თემაა, რომელსაც ვერავის ვერ დაავალდებულებ. ადამიანს ან გაქვს განცდა, რომ ბოდიში გაქვს მოსახდელი, ან - არა. ეს ცოტა ისეთი საკითხია - პირადი დამოკიდებულებების და შეხედულებების, ამიტომ ვერავის მოსთხოვ ბოდიშის მოხდას. მე შემიძლია, შევაფასო, უბრალოდ, ადამიანების განცხადებები.

თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი დეპუტატ გოგი თოფაძის გუშინდელ განცხადებაზე.

კომენტარები