კანონი პარლამენტის მისაღებია. რა კანონსაც პარლამენტი მიიღებს, იმ კანონის საფუძველზე ვმუშაობთ მოსამართლეები. პირველი და მთავარი არის ის, რომ უნდა დამთავრდეს სასამართლოს ლანძღვა და უნდა დავილაპარაკოთ. კრიტიკა გასაგებია, მაგრამ პირველ რიგში, უნდა დავილაპარაკოთ და უნდა ვთქვათ, რომ ჩვენ ვესაუბრებით ერთმანეთს. რაც შეეხება, არის თუ არა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მუშაობაში შესატანი ცვლილებები - იდეალური არაფერია, მაგრამ როგორ უნდა შევიტანოთ საბჭოს მუშაობაში კორექტივები, თუ ვერ დავჯექით და ვერ დავილაპარაკეთ?
tbl.ge/2v1
დაკოპირდა

თქვა ინტერპრესნიუსის ცნობით, იუსტიციის საბჭოს მდივანმა, სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ლევან მურუსიძემ სასტუმრო "რედისონში" მიმდინარე შეხვედრაზე, რომელსაც იუსტიციის მინისტრი და პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებიც ესწრებიან.
ამავე თემაზე
- საია: ე.წ. კლანური მმართველობა კვლავ მართლმსაჯულების სისტემის მთავარი გამოწვევაა
- ოქრიაშვილი: ვეტინგზე ასეთი წინააღმდეგობა სასამართლოს კორუმპირებულობის მტკიცებულებაა
- იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ორმა მოსამართლე წევრმა თანამდებობა ვადაზე ადრე დატოვა
- მურუსიძე კეთილსინდისიერების ტესტზე: უნდათ გაყარონ მოსამართლეები – ხდება ჩემი დემონიზება
- ბოკერია სასამართლო კლანის სანქცირებაზე: უპრეცედენტო რამე მოხდა




