პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენება

ნადირაშვილი: გვაინტერესებს პრეზიდენტის პოზიცია ლარის გაუფასურების შესახებ

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის ირმა ნადირაშვილის განმარტებით, ენმ-ი პრეზიდენტისგან გასული წლის მდგომარეობის შესახებ პოზიციის მოსმენას ელის. მისივე თქმით, 2015 წელი საქართველოსთვის ეკონომიკური თვალსაზრისით განსაკუთრებით მძიმე წელი იყო და ამასთან დაკავშირებით, პრეზიდენტმა პარლამენტში ყოველწლიურ მოხსენებაში ეკონომიკურ მდგომარეობაზე ყურადღება უნდა გაამახვილოს. 

"ეს არის პრეზიდენტის საანგარიშო მოხსენება. 2015 წელი იყო მძიმე საქართველოსთვის, განსაკუთრებით ეკონომიკური მიმართულებით და თვალსაზრისით ძალიან ბევრი ადამიანი გაღარიბდა კიდევ უფრო, ვიდრე იყო. ამიტომ ჩვენ გვაინტერესებს პრეზიდენტის პოზიციები, რას ფიქრობს ის ლარის გაუფასურებაზე, ადამიანების გაღარიბებაზე, ეკონომიკურ უკუსვლაზე და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ გვექნება საშუალება, რომ მისი პოზიციები კარგად მოვისმინოთ", - განმარტა ნადირაშვილმა.

პრეზიდენტი ყოველწლიური მოხსენებით პარლამენტში 3 თებერვალს, 14:00 საათზე გამოვა.

 

კომენტარები