ნიგერიაში ისლამისტურმა ტერორისტულმა დაჯგუფება "ბოკო ჰარამმა" ტერაქტი მოაწყო. ABC-ის ცნობით, დაღუპულია 86 ადამიანი. თავდასხმა სოფელ დალორიში მოხდა.
ერთ-ერთი გადარჩენილის ალამინ ბაკურას თქმით, რომელიც ხეზე იმალებოდა, ტერორისტები იყენებდნენ ე.წ. მოლოტოვის კოქტეილებს და ცოცხლად წვავდნენ ბავშვებს.
ბაკურას თქმით, აფეთქებები და სროლები 4 საათის განმავლობაში გაგრძელდა.
ცნობისათვის, ბოლო 6 წლის განმავლობაში "ბოკო ჰარამის" თავდასხმებმა 20 000-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, 2.3 მილიონი კი უსახლკაროდ დატოვა. 2015 წელს "ბოკო ჰარამმა" ე.წ. ისლამურ სახელმწიფოს გამოუცხადა ერთგულება. ზოგიერთ წყაროზე დაყრდნობით, "ბოკო ჰარამს" ე.წ. ისლამურ სახელმწიფოზე მეტი ადამიანი ჰყავს მოკლული.
ტერორიზმი
"ბოკო ჰარამმა" ნიგერიაში ბავშვები ცოცხლად დაწვა - დაღუპულია 86 ადამიანი

AP




