ეროვნული უშიშროების საბჭო

გიორგი კვირიკაშვილი ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომას დაესწრება

გიორგი კვირიკაშვილი
მთავრობის ადმინისტრაცია

საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომას დაესწრება.

როგორც მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებაშია აღნიშნული, კვირიკაშვილი მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია ინსტიტუციების პატივისცემა და მსგავსი საკითხები განხილვის საგანი აღარ უნდა გახდეს, მით უმეტეს მაშინ, როცა ხელისუფლებას ქვეყანაში გაცილებით მნიშვნელოვანი საკითხები აქვს მოსაგვარებელი.

29 იანვარს ეროვნული უშიშროების საბჭო მორიგ სხდომას გამართავს. სხდომა პრეზიდენტის მოწვევით, NATO-ს ვარშავის სამიტსა და საერთაშორისო მისიებთან დაკავშირებულ თემებზე ჩაინიშნა.

კომენტარები