შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის თანახმად, 2015 წელს წინა წელთან შედარებით, დანაშაული სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ 109%-ით გაიზარდა. კერძოდ, 2015 წელს ამ ტიპის დანაშაულის 274 ფაქტი დაფიქსირდა, ხოლო 2014 წელს - 131.
გაზრდილია სსკ-ის 138-141-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულები, რაც გულისხმობს "სექსუალური ხასიათის ძალმომრეობით მოქმედებას", "სქესობრივი კავშირის ან სექსუალური ხასიათის სხვაგვარი მოქმედების იძულებას", "სქესობრივ კავშირს ან სექსუალური ხასიათის სხვაგვარ მოქმედებას თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან" და "გარყვნილ ქმედებას".
გარდა ამისა, შსს-ს ცნობით, 2015 წელს წინა წელთან შედარებით, 18.1%-ით გაიზარდა დანაშაული ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების წინააღმდეგ. კერძოდ, მოიმატა ტრეფიკინგის, მუქარის შემთხვევებმა.





