ზუგდიდის საოლქო პროკურორს, ვახტანგ ქირიას ოჯახის წევრები უკვე მეოთხე დღეა ეძებენ. ამის შესახებ ინფორმაციას რუსთავი 2 ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, ქირია 4 დღის წინ გავიდა სახლიდან და მას შემდეგ არ დაბრუნებულა.
ვახტანგ ქირიას მობილური ტელეფონი 2 დღის წინ ქალაქ რუსთავში იპოვეს.
მთავარი პროკურატურის საზოგადოებასთან და მასმედიასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ნათია სუხიაშვილის თქმით, ვახტანგ ქირია 2 დღეა სამსახურში არ გამოცხადებულა. მისი თქმით, ქირიას ადგილსამყოფელის დასადგენად მიმდინარეობს გამოძიება.





