ქურდობა

ქურდობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრო

სამართალდამცველებმა 1992 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გარიკ ბ. ქურდობის ბრალდებით დააკავეს.

შსს-ს ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული თბილისში, კოტე აფხაზის ქუჩაზე, თეიმურაზ ბ-ს კუთვნილ ავტომანქანას მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა. შემდეგ მოპარული ავტომანქანა დაშალა, ნაწილები და აქსესუარები კი სარეალიზაციოდ გაამზადა.

სამართალდამცველებმა გარიკ ბ. თბილისში, გორგასლის ქუჩაზე დააკავეს. მოპარული და ნახევრადდაშლილი ავტომანქანა პოლიციამ იმავე დღეს კუპრაძის ქუჩაზე აღმოაჩინა. ავტონაწილები და აქსესუარები ნივთმტკიცებად ამოიღეს. ავტომანქანის მფლობელისთვის მიყენებული ზარალის ოდენობამ 14 050 ლარი შეადგინა.

გამოძიება ქურდობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ" ქვეპუნქტით).

კომენტარები