ქართული ოცნება

კობახიძე: ამ სიჭარბით, პარლამენტში მსახიობები და სპორტსმენები აღარ გვეყოლება

არის გარკვეული ხარვეზები, მათ შორის, საკადრო კუთხითაც. სწორედ ამიტომ ჩვენთვის მთავარ გამოწვევას მომავალ პარლამენტში დეპუტატების მნიშვნელოვნად გადახალისება წარმოადგენს. ვადასტურებთ, რომ არსებული სიჭარბით, მომავალ პარლამენტში ჩვენს რიგებში მსახიობებსა და სპორტსმენებს არ იხილავთ. აქცენტი კონკრეტულ სფეროებში გამოცდილ, პროფესიონალ ადამიანებზე გაკეთდება... ბუნებრივია, ნებისმიერი გადახალისება მტკივნეული პოროცესია, თუმცა თითოეული საკადრო საკითხის გუნდურად განხილვას ვგეგმავთ. დარწმუნებული ვარ, ეს პროცესი კონსტრუქციულად გაივლის.

პარტია ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე კვირის პალიტრასთან ინტერვიუში.

კომენტარები