ტერორიზმი

ISIS-ის ერთ-ერთი ლიდერი ერაყში ავიაიერიშებს ემსხვერპლა

www.frontpagemag.com

ე.წ. ისლამური სახელმწიფოს ლიდერის, აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის მეორე მოადგილე ალი მოჰამედ ნასერ ალ-ობეიდი ერაყში ავიაიერიშების დროს მოკლეს. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.

ალი მოჰამედ ალ-ობეიდი დასავლეთ ერაყისა და აღმოსავლეთ სირიის სამხედრო შტაბის მეთაური იყო.

ISIS-ში გაწევრიანებამდე ალ-ობეიდი ერაყის ჯარის პოლკოვნიკი იყო, თუმცა რამდენიმე წლის წინ ის დეზერტირობის გამო დააპატიმრეს და სასჯელს აბუ გრეიბის ციხეში იხდიდა. ის საპატიმროდან 2013 წელს გაიქცა

კომენტარები