დიზაინერ თინათინ მაღალაშვილის ალ. ყაზბეგის გამზირზე მდებარე მაღაზია გაქურდეს. გამყიდველს კარი შემტვრეული დახვდა.
გავრცელებული ინფორმაციით, მაღაზიიდან წაღებულია 100 ლარი და სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის განკუთვნილი სათამაშოები.
როგორც ტაბულას შსს-ში განუცხადეს, გამოძიება ქურდობის მუხლით მიმდინარეობს.





