ე.წ. პოლიტპატიმართა სია

NGO-ები: ე.წ. პოლიტპატიმართა სიაში მძიმე დანაშაულში ბრალდებულებიც მოხვდნენ

ზვიად კუპრავა
რუსთავი 2

მთავარ პროკურატურაში დაკითხვაზე იმყოფება არასამთავრობო ორგანიზაცია სამართალდამცველთა რეფორმირების ცენტრის ხელმძღვანელი ზვიად კუპრავა. ის უკვე ერთი საათია, გამომძიებლებს აწვდის ინფორმაციას ე.წ. პოლიტპატიმართა სიაში კრიმინალების მოხვედრის შესახებ.

"ხუთმა არასამთავრობო ორგანიზაციამ შევიტანეთ საქართველოს მთავარ პროკურატურაში საჩივარი ბესელიას, კობახიძის, ტურავას, გვენეტაძის და პოლიტპატიმართა სიის შემდგენი კომისიის სხვა წევრების მიმართ იმასთან დაკავშირებით, რომ აღნიშნულ სიაში მოხვდნენ ადამიანები, რომლებიც ბრალდებულები და მსჯავრდებულები იყვნენ სხვადასხვა მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულში; ადამიანები, რომლებსაც საერთოდ მონაწილეობა არ მიუღიათ არცერთ პოლიტიკურ პროცესში. მიუხედავად ამისა, ისინი მოხვდნენ პოლიტპატიმართა სიაში. მაგალითად, ამ სიაში არის ზურაბ შალიკიანი, რომელსაც არავითარი პოლიტიკური კარიერა არ ჰქონია, არის კრიმინალური ავტორიტეტი, მიუხედავად ამისა, ადამიანი, რომელიც იჯდა მკვლელობის ბრალდებით, მოხვდა პოლიტპატიმართა სიაში და დარჩენილი 17 წლის მიუხედავად, დატოვა საპყრობილე", - ამბობს კუპრავა.

კომენტარები