საქართველო-რუსეთი

კანდელაკი: პუტინის განცხადებაზე არასათანადო რეაგირება ჩვენთვის სახიფათოა

სამწუხარო და სახიფათოა, რომ ჩვენმა პრემიერმინისტრმა, როდესაც ხოტბა შეასხა პუტინის განცხადებას, არაფერი თქვა პუტინისვე განცხადების მეორე მნიშვნელოვან ნაწილზე, სადაც იგი ამბობდა, რომ აი, ჩვენ ყველაფერს ვაღიარებთ, თუ ქართველები შეუთანხმდებიან აფხაზებს და ოსებს. ესეც არის ერთ-ერთი მთავარი პროპაგანდისტული ნარატივი, რომელიც არსებობდა პუტინამდეც. მაშინაც 2008 წლამდეც, 2008 წლის შემდეგაც მითუმეტეს, რუსეთის სპეცსამსახურები სრულად აკონტროლებდნენ მარიონეტულ რეჟიმს. ეს იყო რაღაც შირმა, რომ ხელი დაებანა რუსეთს და ეთქვა, რომ აი, ჩვენ არაფერ შუაში არ ვართ. ამ განცხადებაზე არ რეაგირებით საქართველოს მთავრობა და მისი მეთაური ნაწილობრივ მე ვიტყოდი, რომ ლეგიტიმაციას ახდენს საქართველოსთვის ძალიან სახიფათო ლეგენდის

ენმ-ის წევრი გიორგი კანდელაკი გადაცემა თეორემაში

კომენტარები