საფრანგეთში, სავარაუდოდ, ISIS-ის მხარდამჭერმა ბაღის მასწავლებელი დაჭრა

DailyMail

პარიზში საბავშვო ბაღის მასწავლებელს ნიღბიანი პირი დაესხა თავს. მას ფურცლის საჭრელი დანა და მაკრატელი ჰქონდა. მასწავლებელი ყელის არეშია დაჭრილი. შეირაღებული პირი, თავდასხმამდე, ე.წ. ისლამურ სახელმწიფოს ხმამაღლა უცხადებდა ერთგულებას და იძახდა, რომ მათი სახელით მოქმედებდა. პოლიცია დამნაშავეს ამ დრომდე ეძებს, მასწავლებელი კი საავადმყოფოშია გადაყვანილი.

აღსანიშნავია, რომ თავდასხმა პარიზში, Saint-Denis-ის გარეუბანში მოხდა, სადაც პარიზის ტერაქტების ერთ-ერთი მთავარი მოქმედი პირი აბდელჰამიდ აბაუდი მოკლეს.

კომენტარები