რუსეთი-საქართველო

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო საქართველოს საჰაერო სივრცის დარღვევას უარყოფს

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო საქართველოს საჰაერო სივრცის დარღვევას უარყოფს. ამის შესახებ უწყების ოფიციალური წარმომადგენელი იგორ კონაშენკოვი საუბრობს. მისი თქმით, მთელი დღის განმავლობაში საქართველოს სამხედრო უწყებას არ მიუთითებია ის ადგილები, სადაც საჰაერო სივრცე დაირღვა.

"მხოლოდ მოგვიანებით, როდესაც გაჩნდა ინფორმაცია, რომ რუსეთის სამხედრო ვერტმფრენის აჩრდილი თითქოსდა შეამჩნიეს მერეთი-ზარდიაანთკარის რაიონში, აღმოჩნდა, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ ამის შესახებ ადგილობრივი მცხოვრებლებისგან შეიტყო, რომლებმაც თავისი ხედვები რომელიღაც პოლიციელს გაუზიარეს", - თქვა კონაშენკოვმა. მან ქართველ კოლეგებს ურჩია, ვიდრე სხვა დროს ხმამაღალ განცხადებებს გააკეთებენ, ობიექტურ კონტროლს დაეყრდნონ, კერძოდ კი, რადიოლოკაციურ საშუალებებს.

კომენტარები