ჟენევის მოლაპარაკებები

МИД: თბილისის სურვილი, გაწევრიანდეს NATO-ში, ხელს უშლის რეგიონში სტაბილურობას

mid.ru

ჟენევის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდის დასრულების შემდეგ, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს, რომელშიც უკმაყოფილებაა გამოხატული, რომ საქართველო ისევ უარს აცხადებს ძალის გამოუყენებლობის შესახებ იურიდიული დოკუმენტის გაფორმებაზე.

"აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დელეგაციებმა დაადასტურეს სურვილი და მზადყოფნა, რომ მომზადდეს ამ ტიპის დოკუმენტები, თუმცა ქართულმა მხარემ, კვლავ დაბლოკა ამ მნიშვნელოვანი საკითხის წამოწევა", – აღნიშნულია განცხადებაში.

შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დაფიქსირდა რუსეთის უარყოფითი დამოკიდებულება საქართველოს NATO-ში გაწევრიანებისა და თანამშრომლობის სურვილზე.

"თბილისის სურვილი ალიანსში გაწევრიანებაზე, ხელს უშლის ჩვენს არაერთ მცდელობას კავკასიის რეგიონში გრძელვადიანი სტაბილურობის დამყარებასთან დაკავშირებით, ეს ხელს უშლის ჟენევის დისკუსიის ეფექტურობასაც", – აღნიშნავს სამინისტრო.

კომენტარები