სახელმწიფო და ეკლესია

გოცირიძე: პარლამენტში ისეთი დეპუტატები სხედან, ნებისმიერი ინიციატივის მეშინია

როდესაც მოქალაქეების დაფინანსებულ ინსტიტუციებზე ვლაპარაკობ, ყურში მხვდება და გულზე მხვდება, რომ ჩვენს მიერ დაქირავებული პოლიტიკოსები ამბობენ, რომ ამ მოქალაქის კომენტარზე პასუხის გაცემა არასერიოზულია, მეორე რაღაცაზე ბჟუტურებს. ძალიან საგანგაშო მგონია ეს ვითარება. ბოლო ორმა დღემ აჩვენა, რომ ჩვენი ბედი არის ისეთი ადამიანების ხელში, რომლებსაც წარმოდგენა არა აქვთ, როგორი სახელმწიფო ჩავაბარეთ და როგორი დაკვეთა აქვთ და რა უნდა აკეთონ. არა აქვთ წარმოდგენა ისეთ პრინციპებზე, თუ რა არის სეკულარული სახლემწიფო და რა არის და რა საშიშროებებს ატარებს თეოკრატია. თუკი რამით შეუძლია სახელმწიფოს, ეკლესია დააზიანოს, ეს არის სახელმწიფოსთან ეკლესიის გადაჯაჭვა. ხელისუფლება არ არის კეთილშობილური წარმონაქმნი, რომელთან ჩახუტებაც რომელიმე ინსტიტუციას რამე ხეირს მისცემს. პარლამენტი იმისი არ არის, რომ სალონური მსჯელობები იყოს. პარლამენტში მსჯელობა მიდის კონკრეტულ მიზნამდე. რომ ვხედავთ, როგორი პარლამენტარები გვისხედან იმ პარლამენტში, ნებისმიერი ინიციატივის მეშინია. ზოგიერით დეპუტატი მეოთხე მოწვევის პარლამენტარია. ხანდახან ისეთი ინიციატივებით გამოდიან, რომ ჯობს, ისევ ჩუმად ისხდნენ და აიღონ ხელფასები. მათ ამ ქმედებებით შეიძლება, ჩიხში მოაქციონ სახელმწიფო

ბაპტისტურ-ევანგელური ეკლესიის ეპისკოპოსი გადაცემა არჩევანში

კომენტარები