სახელმწიფო და ეკლესია

გოცირიძე: პატრიარქის ერთი სიტყვა კმარა, რომ ხელისუფლებამ დემოკრატია დათმოს

ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული პოლიტიკური წყობის არსებობა ან თეოკრატიის არსებობა არის ერთი ადამიანის კეთილ ნებაზე დამოკიდებული და ეს ერთი ადამიანი არის საქართველოს პატრიარქი. მისი ერთი სიტყვაც საკმარისია, რომ ჩვენი ხელისუფლება მზად არის, უარი თქვას დემოკრატიულ პოლიტიკურ წყობაზე და გადავიდეს თეოკრატიულ მმართველობაზე. ეს საშიშრობა დავინახე და განსაკუთრებით შემაშფოთებელი იყო ელისო ჩაფიძის კომენტარი, რომელმაც პირდაპირ თქვა ის, რომ ჩვენ მოსახლეობას უნდა ვკითხოთ, გვინდა დემოკრატიულ სახელმწიფოში ცხოვრება თუ გვინდა თეოკრატიულ სახელმწიფოში ცხოვრება. ანუ ასეთი ფუნდამენტური ღირებულება, როგორიცაა ქვეყნის დემოკრატიული წყობა ჩვენმა უპრინციპო და უპასუხისმგებლო პოლიტიკოსებმა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენეს

საიას იურისტი გიორგი გოცირიძე გადაცემა არჩევანში

კომენტარები