მსჯავრდებულთა შეწყალება

პრემიერი: შეწყალების პროცესში პატრიარქის ჩართულობის გაზრდა პოზიტიური იქნება

პრემიერი და პატრიარქი

პრემიერმინისტრი საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის ინიციატივას ეხმაურება. ილია მეორე შეწყალების უფლებას ითხოვს, რაც კონსტიტუციით მხოლოდ პრეზიდენტს აქვს მინიჭებული. ღარიბაშვილი პარლამენტსა და პრეზიდენტს აღნიშნულ საკითხზე მსჯელობის დაწყებისკენ მოუწოდებს. 

"სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე ქართველი ერის სულიერი წინამძღვარია და მისი რჩევა ყველა ადამიანისთვის მნიშვნელოვანი და ღირებულია...

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულთა შეწყალების პროცესში პატრიარქის ჩართულობის გაზრდას პოზიტიური როლის შესრულება შეუძლია. შესაბამისად, უწმინდესის თხოვნის საფუძველზე, მთავრობის მეთაური საქართველოს პრეზიდენტს და პარლამენტს აღნიშნულ საკითხზე მსჯელობის დაწყების თხოვნით მიმართავს", - ნათქვამია საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები