სირიის კონფლიქტი

სირიაში რუსეთის დაბომბვებს 5 წლის გოგონა ემსხვერპლა

theguardian.com

სირიაში რუსეთის დაბომბვებს 5 წლის გოგონა ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას The Guardian ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, 5 წლის გოგონა სირიაში რამდენიმე დღით, ნათესავებთან სტუმრად იმყოფებოდა. მისი უკანასკნელი ფოტოები გოგონას რუსული ბომბების ჩამოვარდნამდე 10 წუთით ადრეა გადაღებული.

გოგონასთან ერთად რუსულ ბომბებს მისი ბაბუა და ბიძაშვილიც ემსხვერპლნენ. 

ოჯახი გაკეთებულ თავშესაფარში შესვლას ცდილობდა, თუმცა ბომბი პირდაპირ შესასვლელთან დაეცა. გოგონა საავადმყოფოსკენ მიმავალ გზაზე გარდაიცვალა. გოგონას დედის თქმით, ისინი საკუთარ ქალაქში დაბრუნებას მეორე დღეს აპირებდნენ. 

ეს ოჯახი ერთ-ერთია იმ ასეულობით სამოქალაქო პირს შორის, ვისი სიცოცხლეც რუსულ დაბომბვებს ემსხვერპლა. სირიელების ინფორმაციით, რუსეთი ზოგიერთ სამოქალაქო ზონას განზრახ ბომბავს.

კომენტარები