ბახტრიონის ქუჩაზე, ბუკიას ბაღთან მომუშავე ექსპერტ-კრიმინალისტებმა ტოიოტას მარკის ავტომობილი ექსპერტიზაზე გადაიყვანეს. ამის შესახებ ინფორმაციას რუსთავი 2 ავრცელებს.
სამართალდამცავები ეჭვობენ, რომ მანქანაზე ასაფეთქებელი მოწყობილობაა მიმაგრებული.
სპეციალისტები ადგილზე მუშაობას ამ დრომდე განაგრძობენ. ასაფეთქებელი მოწყობილობის ძებნის პროცესში მოსახლეობის ევაკუაცია არ განხორციელებულა.
შეგახსენებთ, რომ ბუკიას ბაღთან სამართალდამცველები ცოტა ხნის წინ შეტყობინების საფუძველზე მივიდნენ.





