პრეზიდენტის ადმინისტრაცია

პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსად გიორგი აბაშიშვილი დაინიშნა

პრეზიდენტის ადმინისტრაცია

საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსად გიორგი აბაშიშვილი დაინიშნა. მან ამ პოსტზე დავით პატარაია შეცვალა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, დავით პატარაიამ დაკავებული თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა და "ის თავის პედაგოგიურ საქმიანობას დაუბრუნდა".

გიორგი აბაშიშვილი აქამდე ეკონომიკურ საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველი იყო.

კომენტარები