მთავარი პროკურატურა

ირაკლი შოთაძემ მთავარ პროკურატურაში საკადრო ცვლილებები განახორციელა

მთავარი პროკურატურა
პროკურატურა

საქართველოს მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ პროკურატურაში პირველი საკადრო ცვლილებები განახორციელა. საქართველოს მთავარი პროკურორის პირველ მოადგილედ მამუკა ვასაძე დაინიშნა, რომელიც მანამდე მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსის თანამდებობას იკავებდა. საგამოძიებო ნაწილს კი დღეიდან თეიმურაზ ნაჭყებია უხელმძღვანელებს.

ცვლილებებია მთავარი პროკურატურის გენერალური ინსპექციის დეპარტამენტშიც. დეპარტამენტის უფროსის პოსტზე ბაკურ აბულაძე დაინიშნა. რაც შეეხება პროკურატურის საზოგადოებასთან და მასმედიასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობას, ამ პოსტს ნათია სუხიაშვილი დაიკავებს.

ცვლილებები შეეხო საოლქო პროკურატურის ოფისებსაც, კერძოდ: შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურორის თანამდებობაზე ლევან პაქსაშვილი დაინიშნა, სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურორად კი მალხაზ კაპანაძე.

კომენტარები