ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს ერთი საერთო მიზანი გვაქვს - იმის უზრუნველყოფა, რომ საქართველომ მიაღწიოს მიზანს და ევროატლანტიკური სისტემის სრულფასოვანი წევრი გახდეს. ვთვლი, რომ ჩემი როლი იმის აღნიშვნაა, თუ რა დევს ფსონად და რა შეიძლება მოჰყვეს გარკვეულ ქმედებებს. იწყება საარჩევნო წელი (თუ უკვე არ არის დაწყებული) და ნამდვილად უცნაური იქნება წამყვანი ოპოზიციური არხის მიერ მისი სარედაქციო პოლიტიკის შეცვლა. თუ საბოლოო შედეგი ამ ქმედებისა იქნება ის, რომ ოპოზიცია საბოლოოდ დაკარგავს წვდომას ამ სატელევიზიო არხზე ან ეს არხი ზეკრიტიკულიდან გახდება ნეიტრალური, ან კიდევ უარესი, პროსამთავრობო, ეს გამოიწვევს ეჭვს, რომ საქართველოში არ არის უზრუნველყოფილი თანაბარი სათამაშო ველი.
tbl.ge/v9q
დაკოპირდა

აშშ-ის ელჩი საქართველოში იან კელი გაზეთ კვირის პალიტრასთან ინტრვიუში, რუსთავი ორის საქმეზე.
ამავე თემაზე
- დვალი-აქიმიძის სარჩელი არც სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა
- მელაძე: სასამართლომ რუსთავი 2-დან ჩემი გათავისუფლება უკანონოდ ცნო, ბრძანება გააუქმა
- დვალი: იმ არგუმენტაციამ, რაც მოსამართლემ მოიყვანა, აბსოლუტურად გაოგნებული დაგვტოვა
- რუსთავი 2-ის საქმეზე ჯარჯი აქიმიძისა და დავით დვალის სარჩელი არ დაკმაყოფილდა
- დავით დვალი R2-ზე: საქმეს აუცილებლად მივყვებით ბოლომდე




